ფეხბურთი

11:16 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი“ „ფრანგებისთვის 2018 წელი შესანიშნავი იყო“

ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (1:0), საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სამფეროვანთათვის“ 2018 წელი შესანიშნავი იყო. ახლა კი მოუთმენლად ელოდება ევრო 2020-ის წილისყრას.

„კარგია, რომ წელიწადი გამარჯვებით დავასრულეთ და თან შინაარსიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. მიუხედავად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებისა. მაგალითად, ფორლან მენდიმ და ტანგი ნ’დომბელემ ჩინებულად წარმოაჩინეს თავი, - განუცხადა დეშამმა L'Equipe-ს, - ფრანგებისთვის 2018 წელი შესანიშნავი იყო, ბევრი ოცნებობს იმ სიხარულზე, რომელიც ივლისში განვიცადეთ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისას. ახლა წინ დიდი პაუზაა. 2 დეკემბერს კი ევრო 2020-ის წილისყრაზე მივემგზავრები. მოუთმენლად ველი ჩვენი მეტოქეების ვინაობის შეტყობას.“

0.114322