"დალას მავერიკსის" სლოვენიელმა ახალწვეულმა ლუკა დონჩიჩმა 15 შეხვედრაში 192 ქულა ჩააგდო. ლუკამ ნბა-ში ახალწვეულთა შორის რეკორდი დაამყარა.
აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი კევინ დურანტს ჰქონდა, როდესაც კევინი ახალწვეული იყო პირველ 15 შეხვედრაში 190 ქულა ჩააგო.
დონჩიჩი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 19.6 ქულას, 6.6 მოხსნას და 4.1 პასს აგროვებს.