სხვა

22:45 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საშინელი ავარია ფორმულა 3-ში (VIDEO)

საშინელი ავარია მოხდა ფორმულა 3-ში. ჰოლანდიური ვან ამერფორტ რასინგის 17 წლის პილოტმა სოფია ფლოერშმა მაკაუს გრანპრიზე ერთ-ერთ მოსახვევში ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და ბარიერს შეასკდა.

გერმანელმა პილოტს სასწრაფოდ ხერხემლის ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც ნობილი გახდა, პარალიზებას გადაურჩა.

„ყველაფერი კარგადაა და კონტროლდება. გვეშინოდა, რომ ზურგის მოტეხილობის გამო პარალიზებული დარჩებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი შიშია, ოპერაცია ჩაუტარდა და ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საჭეს დაუბრუნდება“, - აღნიშნავს ჰოლანდიური გუნდის მფლობელი.

ინციდენტის შედეგად დაშავდნენ ფოტოგრაფებიც, რომლებიც ტრასის მიღმა იყვნენ განლაგებულნი და თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

0.121902