საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი ვერ დაძლია და ელიტ-რაუნდს მიღმა დარჩა. გიორგი მიქაძის გუნდს ბოლო ტურში ისრაელთან გამარჯვება სჭირდებოდა, რისი გაკეთებაც ვერ მოახერხა.
არადა, პატარა „ჯვაროსნები“ თითქმის მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებიც მრავლად შექმნეს, მაგრამ ჩინებულად თამაშობდა სტუმართა მეკარე კეუფი, რომელმაც არაერთი სეივი შეასრულა. ერთადერთხელ ვერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, მე-17 წუთზე ლევან ხარაბაძემ მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, გულიაშვილს უპასა, რომელმაც ერთი შეხებით ზუკა დავითაშვილი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და მანაც ივარგა - 1:0.
საქართველო ტაიმის ბოლო მოეშვა, დარციმელიამ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესი და პენალტი დაინიშნა. დემეტრე ბულისკერიამ კუთხე კი გამოუცნო კარზევს, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა და ანგარიშიც გათანაბრდა.
მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი 45 წუთი იყო, საქართველომ მეოტქე ვერ გატეხა. არადა, ისრაელი წაგების შემთხვევაშიც გავიდოდა ჯგუფიდან... არადა, 69-ე წუთიდან საქართველოს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და თბილისში გამართული ტურნირი 4 ქულით და მესამე ადგილით დაასრულა.
ელიტ-რაუნდში ისრაელი (7 ქულა) და აზერბაიჯანი (6 ქულა) გავინდნენ. არადა, რა დასანანია, პირველ ტურში საქართველომ ლიხტენშტეინი 7:0 გააცამტვერა, იგებდა, ისრაელთან შეხვედრსაც, წინ იყო აზერბაიჯანთანაც, მაგრამ სწორედ ამ გუნდთან 3-წუთიანი ჩავარდნა, უყურადღებობა და ხსენებულ ინტერვალში გაშვებული ორი გოლი დაუჯდა სწორედ ჯგუფში ჩარჩენის ფასად...
ისრაელი (U19) - საქართველო (U19) 1:1 (1:1)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
ისრაელი (4-3-3): კეუფი; არზი, ბლორიანი, დოვ გლეზარი, მაჰლუფი; ელმკისი, კარზევი (ჰერმანი 90), ჰოფმეისტერი (ბენბენისტი 62); კანაანი (სტროსბერგი 71), სისაი (არადი 46), ლევი (აბადა 62)
მწვრთნელი: ნირ ლევინი
საქართველო (4-2-3-1): ბულისკერია, ხარაბაძე (ჯაფარიძე 59), გელაშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი; მექვაბიშვილი (ნჯგია 82), დარციმელია (გაბუნია 82); ივანიაძე (ბაბუნაძე 57), დავითაშვილი, კვარაცხელია; გულიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გოლები: 0:1 დავითაშვილი (17), 1:1 კარზევი (42, პენ)
გაფრთხილება: დოვ გლეზერი (29, 69), კარზევი (43), ჰერმანი (90) - გაბიტაშვილი (15), ბაბუნაძე (58)
გაძევება: დოვ გლეზერი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 13 (7) კუთხურები: 6:7
მსაჯი: დონატას რუმსასი (ლიტვა)