სხვა

13:41 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მონღოლი გოლიათი დაამარცხა (+VIDEO)

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და 10 დღის თავზე თანაბარ ბალანსზე იმყოფება.

ამჯერად, ქართველი სეკიტორის მეტოქე დასავლეთის პირველი სეკივაკე იჩინოჯო გახლდათ და მონღოლ გოლიათთან (183 კგ.) ჭიდილი იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მეტოქემ ჩვენებური დოჰიოს კიდესთან 2-ჯერ მიიმწყვდია, თუმცა, ლევანმა თავის დაძვრენა მოახერხა, იჩინოჯოს მავაში ხელთ იგდო და იორიკირი განახორციელა.
კიუშიუ ბაშოს დასრულებამე 5 დღეა დარჩენილი და იოლი გამოსათვლელია, რომ ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად მინიმუმ 3 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.
ქართველი სუმოისტის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოტაირიუ იქნება, რომელსაც ზურგს ასევე 5 მოგება უმაგრებს, ურთიერთშეხვედრებში კი გორგაძის უპირატესობა აშკარაა – 5:2-ზე.
ამ დროისთვის, ნოემბრის ბაშოზე “იმპერატორის თასის” მოგების საუკეთესო შანსს აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო ინარჩუნებს, რომელმაც დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა, 8-8 მოგება აქვთ ოძეკი ტაკაიასუსა და რიგით მაეგაშირებს – დაეიშოს, აოიამასა და ონოშოს, ხოლო კიდევ ერთმა ოძეკი გოეიდომ მე-7 წარმატებული ორთაბრძოლა ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ფუკუოკაში რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში უწევს გარჯა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნია.
ქართველ გოლიათს 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ვინაიდან აღნიშნულ დონეზე, სუმოისტებს 7 შერკინების ჩატარება უწევთ, მე-2 დივიზონ ჯურიოში დასაბრუნებლად, ჩვენებურს 2 დარჩენილი ბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.
ხვალ, ერთი დღით გაგამარუ სწორედ ჯურიოში გაირჯება, მეტოქედ კი დასავლეთის მე-13 რეიტინგის მქონე გოკუშინდო ეყოლება, რომელსაც კარიერაში პირველად გაეჯიბრება.

0.126026