ფეხბურთი

12:27 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ და „ლივერპული“ იოვიჩს აკვირდებიან

ფრანკფურტის „აინტრატის“ შემტევი, ლუკა იოვიჩი, თავისი შესანიშნავი თამაშით, აგრძელებს ბობოლა ევროპული კლუბების ყურადღების მიპყრობას.

გერმანული Bild-ის ცნობით, სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებთა ერთა ლიგის მატჩზე (2:1) „ბარსელონას“ სკაუტები ჩავიდნენ. 20 წლის თავდამსხმელმა შეცვლაზე ითამაშა, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია.

გამოცემა ასევე წერს, რომ „ბარსას“ გარდა, იოვიჩის გადაბირება „ლივერპულსაც“ სურს. იურგენ კლოპი, თურმე თავადაც აქტიურადაა ჩართული მისი შესაძლო ტრანსფერის საქმეში.

წლევანდელ სეზონში იოვიჩმა ცხრა მატჩში ცხრა ბურთი გაიტანა და მე-11 ტურის შემდეგ, ერთპიროვნულად ლიდერობს ბუნდესლიგის მეგოლეთა დავას.

0.116304