ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ერთა A ლიგის, ჯგუფური ეტაპის, პირველი ჯგუფის დასკვნით მატჩში, გერმანიასთან ფრის (2:2) შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარია, მისმა გუნდმა ევროპის 2020 წლის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვოს.
„ჯგუფში პირველობა ფანტასტიკური შეგრძნებაა. ყველამ უნდა ვიამაყოთ ამ შედეგით. მართლაც მძაფრ ემოციებს განვიცდით. ყველა შეხვედრაშო ბოლომდე ვიხარჯებოდით და ჯილდოც მივიღეთ.
ვიმედოვნებ, წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო მოვლენა გველის, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი, ალბათ არ ღირს. მთავარია, ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. თუ ერთა ლიგასაც მოვიგებთ, ჩინებული იქნება, მაგრამ, მთავარი ევროპის ჩემპიონატია. გვინდა, ქვეყანამ ისევ იამაყოს ჩვენით.“ - განუცხადა ვან დეიკმა უეფას ოფიციალურ გვერდს.