სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

12:35 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: „მინდა ზვერევმა ჩემზე მეტს მიაღწიოს“

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ალექსანდრ ზვერევმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ნოვაკმა გერმანელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„პირველ სეტში 4:4-ის შემდეგ სიმართლე რომ გითხათ ვეღარ ვთამაშობდი. საშა კარგი ბიჭია, მან სწორედ ითამაშა. თითქოს ჩვენი კარიერის დასაწყისი გავს ერთმანეთს, წლის შემაჯამებელი ტურნირი პირველად მეც 21 წლისამ მოვიგე. იმედი მაქვს ის ჩემზე ბევრს მიაღწევს. მას წარმატებებს ვუსურვებ. ის კარგი ბიჭია მისი მთელი ღირსებებით“-განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113751