გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
სტეფ კარის გარეშე მოასპარეზე „გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. „მეომრებმა“ ამჯერად ტეხასში „სან ანტონიოსთან“ 104:92 წააგეს. პოპოვიჩის შეგირდებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს. „გოლდენ სტეიტს“ მატჩის მოგების შანსი არ ჰქონდა. კევინ დურანტმა გუნდს 26 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი შესძინა. 25 ქულა კლეი ტომპსონს ჰქონდა. „სან ანტონიომ“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთ კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც საუცხოო შეხვედრა ჩაატარა. ოლდრიჯის ანგარიშზე 24 ქულა, 18 მოხსნა და 3 პასია.
„ლეიკერსმა“ გასვლაზე „მაიამი“ 113:97 დაამარცხა. კალიფორნიელებმა მატჩის სტარტზევე უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა . ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსის“ მაისურით რეკორდული 51 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 3 პასი შემატა. „მეფემ“ 8-დან 6 სამქულიანი, 23-დან 13 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო. „მაიამიში“ ელინგტონი 19 ქულით გამოირჩა.
„მინესოტა“ – „მემფისი“ 87:100 (20:17, 23:30, 19:28, 25:25)
https://www.youtube.com/watch?v=FPTD1MWCbV8
„მაიამი“ – „ლეიკერსი“ 97:113 (21:34, 31:33, 24:25, 21:21)
https://www.youtube.com/watch?v=i5d8lq7nVNk
„ორლანდო“ – „ნიუ იორკი“ 131:117 (44:31, 23:35, 31:26, 33:25)
https://www.youtube.com/watch?v=wlLSiaNcQ4I
„ვაშინგტონი“ – „პორტლენდი“ 109:119 (25:32, 16:30, 29:29, 39:28)
https://www.youtube.com/watch?v=QaMZRAMYZBo
„სან ანტონიო“ – „გოლდენ სტეიტი“ 104:92 (33:27, 23:21, 23:22, 25:22)
https://www.youtube.com/watch?v=M-9gQzRP2no
ლაშა ქოიავა