უეფას ერთა ლიგაზე მორიგი შეხვედრები გაიმართა და სამ ჯგუფში ასპარეზობა დასრულდა. რის შემდგომაც გაირკვა, რომ ჯგუფიდან გავიდნენ ინგლისისა და ბელარუსის ნაკრებები. ეს უკანასკნელი საქართველოს ნაკრების პოტენციუი მეტოქე იქნება D დივიზიონის პლეი-ოფში.
A დივიზიონი, D ჯგუფი
ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი-ოფშია და შესაბამისად, ოთხთა ფინალში ითამაშებს. გარეთ საუთგეიტის გუნდმა „უემბლიზე“ ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლა, რომელთანაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში წააგო.
საკითხი მარტივად იდგა: ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი ჯგუფიდან გავიდოდა, დამარცხებული დივიზიონით დაქვეითდებოდა, ხოლო ფრის შემთხვევაში ესპანეთი იხეირებდა, რომელსაც მხოლოდ ეს შედეგი აძლევდა ხელს.
სხვათა შორის, ახლოს იყო შეხვედრა ასეთ ფინიშთან. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანდრეი კრამარიჩმა ბალკანელები დააწინაურა და 20 წუთი შეინარჩუნა სასურველი ანგარიში. ჯესი ლინგარდმა გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე ჰარი კეინმა ვარდნაში მოახერხა გატანა - 2:1.
ინგლისის ნაკრები ოთხთა ფინალში პორტუგალიას შეუერთდა, ხოლო დანარჩენილი ორი მონაწილე ჯერ გასარკვევია. ხორვატია 2020 წელს B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო ესპანეთი ვერ ჯგუფიდან გავიდა და არც დაქვეითდა, მეორე ადგილით მოუწევს თავის დამშვიდება.
ინგლისი - ხორვატია 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 კრამარიჩი (57), 1:1 ლინგარდი (78), 2:1 კეინი (85)
1. | ინგლისი | 4 | 2 | 1 | 1 | 6:5 | 7 | |
2. | ესპანეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 12:7 | 6 | |
3. | ხორვატია | 4 | 1 | 1 | 2 | 4:10 | 4 |
B დივიზიონი, C ჯგუფი
ამხანაგური ხასიათის იყო B დივიზიონში ჩრდილოეთ ირლანდიისა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც სტუმრებმა მოიგეს. ჩრდილოეთ ირლანდიამ კი ჯგუფური ეტაპი უქულოდ დაასრულა და დივიზიონით დაქვეითდა.
ჩრდ. ირლანდია - ავსტრია 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 შლაგერი (49), 1:1 ევანსი (57), 1:2 ლაზარო (90)
1. | ბოსნია | 4 | 3 | 1 | 0 | 5:1 | 10 | |
2. | ავსტრია | 4 | 2 | 1 | 1 | 3:2 | 7 | |
3. | ჩრდ. ირლანდია | 4 | 0 | 0 | 4 | 2:7 | 0 |
D დივიზიონი, B ჯგუფი
ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოს შემდეგ კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გაირკვა. ეს ბელარუსის ნაკრებია, რომელმაც ოთხი დღის წინ ლუქსემბურგის დამარცხებით მიღებული უპირატესობა შეირგო და ჯგუფიდან გავიდა. ბელარუსებმა ეს ყველაფერი სან მარინოში გააოფიციალურეს, სადაც ადგილობრივი ნაკრები 2:0 დაამარცხეს.
შედეგად, ბელარუსმა ჯგუფური ეტაპი 14 ქულით დაასრულა და თანაც, ერთადერთი გუნდია მთელ დივიზიონში, რომელმაც 6 შეხვედრაში გოლიც არ გაუშვა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ბელარუსთა მეტოქე, ეს ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
მოლდოვა - ლუქსემბურგი 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 გინსარი (58, პენ), 1:1 ბენსი (70)
სან მარინო - ბელარუსი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 დრაგუნი (8), 0:2 საროკა (52)
1. | ბელარუსი | 6 | 4 | 2 | 0 | 10:0 | 14 | |
2. | ლუქსემბურგი | 6 | 3 | 1 | 2 | 11:4 | 10 | |
3. | მოლდოვა | 6 | 2 | 3 | 1 | 4:5 | 9 | |
4. | სან მარინო | 6 | 0 | 0 | 6 | 0:16 | 0 |