კალათბურთი

23:00 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის სწრაფი ფოლები და 10 ქულა სლოვენიაში (+VIDEO)

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში სლოვენიაში კრკა-სთან 69:82 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი მოედანზე მხოლოდ 12:13 წუთი გაატარა, რისი მიზეზი მალევე მიღებული 5 პერსონალური ფოლი გახლდათ.

ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება წაამატა. გოგამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
“მეგა ბემაქსს” 6 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, მომდევნო შეხვედრას კი 24 ნოემბერს, შინ, ხორვატიის “ციბონასთან” გამართავს.

0.119548