18 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის 18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა.
კენჭისყრის შედეგად ტურნირში მონაწილე გუნდები 4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჩემპიონატის ჩატარების სისტემის მიხედვით ქვეჯგუფიდან გასული 2 საუკეთესო გუნდი პლეიოფში და საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს, ხოლო დარჩენილი გუნდები სურვილის მიხედვით თბილისის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
18-წლამდელთა საქართველოს და თბილისის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.
ჩემპიონატი 22 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.
www.gbf.ge