ჭადრაკი

14:27 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისი” ერთპიროვნულად ლიდერობს

ჭადრაკში საქართველოს V საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში ყველა მატჩი დიდი ანგარიშით დასრულდა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა რუსთავის პირველმა გუნდმა რომელმაც ქუთაისის “იმერეთი” 6:0 გაანადგურა.

შედარებით “დაინდეს” მეტოქეები და 5:1 იმარჯვეს: ბათუმის “ნონამ” – თბილისის “ამომავალ ვარსკვლავთან”, გურიის “ოზურგეთმა” – რუსთავის მეორე გუნდთან და თბილისის “თბილისმა” – ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელ “ზუგდიდთან”.
სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 6 ქულით ერთპიროვნულად “თბილისი” ლიდერობს, რომლის ღირსებასაც ლევან ფანცულაია (2591), დავიდ არუთინიანი (2556), მერი არაბიძე (2388), ნოდარ ლორთქიფანიძე (2314), ნინო ხომერიკი (2349) და სოფიო გვეტაძე (2325) იცავენ.
2-3. “რუსთავი 1”, “ნონა” – 5 ქულა;
4. “ამომავალი ვარსკვლავი” – 4 ქულა;
5-6. “ზუგდიდი”, “ოზურგეთი” – 2 ქულა;
7-8. “რუსთავი 2”, “იმერეთი” – 0 ქულა.
შვიდ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-4 ტურის პარტიები დღეს ჩატარდება.
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 35 000 ლარს შეადგენს:
I ადგილი – 15 000 ლარი
II ადგილი – 10 000 ლარი
III ადგილი – 5 000 ლარი
IV ადგილი – 3 000 ლარი
V ადგილი – 2 000 ლარი

0.112766