ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ინგლისთან მატჩამდე განაცხადა, რომ მისი გუნდი მუნდიალზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ ყველას სამიზნე გახდა. ხორვატმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატამდე ხორვატიამ წარმატებული გუნდის რეპუტაცია უნდა შეინარჩუნოს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ადგილის შემდეგ ყველას უნდა რომ მოგვიგოს და ჩვენთან კარგი მატჩი ჩაატაროს. ყველას სამიზნე გავხდით და მაგრად უნდა ვიბრძოლოთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რთული პერიოდი გვქონდა, რათა ერთა ლიგისთვის მოვმზადებულიყავით, თუმცა მოგვიწია ახალი ტურნირის გამოწვევა მიგვეღო. მუნდიალზე მეორე ადგილზე გავედით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა შევეცადოთ კარგად ვითამაშოთ და რეპუტაცია შევინარჩუნოთ.
ბოლო სამი ან ოთხი თვის განმავლობაში ინგლისთან ჩატარებული სამივე მატჩი კარგი სანახავი იყო, თუმცა სასიამოვნო იქნება "უემბლიზე" მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნაკრებთან კიდევ ერთხელ დაპირისპირება." - განუცხადა Sky Sports-ს დალიჩმა.
უეფას ერთა A დივიზიონის მეოთხე ჯგუში ბოლო ტურის მატჩი ინგლისსა და ხორვატიას შორის გაიმართება. ამ ეტაპისთვის ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე ესპანეთია (6ქ). მატჩი თბილისის დროით "უემბლიზე" 18:00 საათზე დაიწყება.