ფეხბურთი

3:15 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: პორტუგალია პლეი-ოფში რონალდუს გარეშეც გავიდა

პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი-ოფშია. ნიშანდობლივია, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ამის გაკეთება კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც მარტივად მოახერხა.

A დივიზიონი, C ჯგუგი

პორტუგალია მილანში იტალიას ესტუმრა. ქალაქში, სადაც იტალია პრაქტიკულად არ მარცხდება, მაგრამ ბოლო დროს ვერც იგებს. აქამდე, „სკუადრა აძურას“ ბოლო ოთხ შეხვედრაში ფრე ჰქონდა ნათამაშები და ახლაც არ შეცვლილა რამე. მათ შორის, ბოლოს, 1 წლის წინ შვედეთთან უგოლო მატჩი, რამაც აპენინები მუნდიალს მიღმა დატოვა.

რობერტო მანჩინის გუნდს სურდა მრვალის მნახველი პუბლიკის წინაშე პრინციპული თამაშის მოგება, რაც პლეი-ოფში გასვლის შანსს გაუჩენდა, მაგრამ ვერ შეძლო. არადა, იტალიამ თამაშით აჯობა პორტუგალიას, თუმცა ფორვარდები სცოდავდნენ. მეტწილად პირველ ტაიმში და მეტწილად ჩირო იმმობილე. ფერნანდუ სანტუშის გუნდს კი ქულაც აძლედა ხელს და სასურველი ანგარიშის შენარჩუნება შეძლო.

ბოლო ტურში პორტუგალია პოლონეთს უმასპინძლებს, მაგრამ ყველაფერი ფორმალობაა. ამ ჯგუფში სატურნირო ვითარება არ შეიცვლება: პორტუგალია პლეი-ოფშია, პოლონეთი დივიზიონით დაქვეითდა, ხოლო იტალია მომდევნო ერთა ლიგაზეც უმაღლეს დივიზიონში გაირჯება.

იტალია - პორტუგალია 0:0 (0:0)

მომდევნო ტური - 20 ნოემბერი

პორტუგალია - პოლონეთი

1. პორტუგალია 3 2 1 0 4:2 7
2. იტალია 4 1 2 1 2:2 5
3. პოლონეთი 3 0 1 2 3:5 1

C დივიზიონი, A ჯგუფი

ალბანეთის ნაკრები D დივიზიონში გავარდა. ეს, მას შემდეგ, რაც კრისტიან პანუჩის გუნდი საკუთარ მოედანზე შოტლანდიასთან განადგურდა. თავის მხრივ სქოთები ისრაელს გაუტოლდნენ და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან.

ეს გუნდი ბოლო ტურში ხვდებიან ერთმანეთს შოტლანდიაში. მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ, რადგან ისრაელი ფის შემთხვევაში პირადი შეხვედრბის ბალანსით დაჯაბნის მოწინააღმდეგეს.

ალბანეთი - შოტლანდია 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ფრეისერი (14), ფლეტჩერი (45, პენ), 0:3 ფორესტი (55), 0:4 ფორესტი (67)

მომდევნო ტური - 20 ნოემბერი

შოტლანდია - ისრაელი

1. ისრაელი 3 2 0 1 4:2 6
2. შოტლანდია 3 2 0 1 7:2 6
3. ალბანეთი 4 1 0 3 1:8 3

C დივიზიონი, D ჯგუფი

სერბეთმა პრინციპული დერბი მოუგო მონტენეგროს და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ადემ ლიაიჩისა და მიტროვიჩის გოლები ორწუთიან ინტერვალში, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

რუმინეთმა კი, აუტსაიდერი და უმოტივაციო ლიეტუვა ადვილად დაამარცხა. ბოლო ტურის წინ, სერბეთს 11 ქულა აქვს, რუმინეთს - 9. სერბები ლიეტუვას უმასპინძლებენ, ხოლო რუმინეთის მონტენეგროს ეწვევა. თუმცა, სერბეთს მაინც აქვს სანერვიუოდ საქმე, რადგან თუ ლიეტუვასთან სამ ქულას ვერ მოიპოვებს, ხოლო რუმინეთი გაიმარჯვებს, ჯგუფიდან სწორედ ვლახები გავლენ.

სერბეთი - მონტენეგრო 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლიაიჩი (30), 2:0 მიტროვიჩი (32), 2:1 მუგოსა (70)

რუმინეთი - ლიეტუვა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 პუშკაში (7), 2:0 კეშერუ (47), 3:0 სტანჩუ (65)

მომდევნო ტური - 20 ნოემბერი

სერბეთი - ლიეტუვა

მონტენეგრო - რუმინეთი

1. სერბეთი 5 3 2 0 7:3 11
2. რუმინეთი 5 2 3 0 7:3 9
3. მონტენეგრო 5 2 1 2 7:5 7
4. ლიეტუვა 5 0 0 5 2:12 0
თეგებიერთა ლიგა
0.1527