ჭიდაობა

1:41 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა ყაზახური შანსები

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ლერი აბულაძე (60 კგ.) და ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ.) ყაზახეთში მიმდინარე ტორლუხანოვის საერთაშორისო თასის ფინალში გავიდნენ.

თავის მხრივ, რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) და ლევან არაბული (130 კგ.) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
სათქმელია, რომ კობლიაშვილი ნახევარფინალში იყო გასული, თუმცა, ხალიჩაზე გასვლა ნეკნის ტრამვის გამო ვერ მოახერხა.
ფინალები დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათიდან გახლავთ დაგეგმილი.

0.178029