ჭიდაობა

23:18 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები არიან!

საქართველოს თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მსოფლიოს 2018 წლის 23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ფინალურ დღეს 2 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნიკა კენჭაძე (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) ავიდნენ.

კენჭაძემ მერვედფინალში ბულგარელი ენგინ რაშიდ ისმაილი 5:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუმინელ ომარაშხაბ ნაჟმუდინოვს 7:0 სძლია, ნახევარფინალში იაპონელ იაჯურო იამასაკის აჯობა (4:0), ფინალში კი რუსი გაჟი ნაბიევს 3:0 მოუგო.
ფენომენალური შედეგი აჩვენა მაჭარაშვილმა, რომელმაც ტურნირზე ოთხი გამარჯვება იზეიმა და ოთხივე მეტოქეს 10:0 (!) სძლია. გივიმ გზიდან ჩინელი ჩაოქიან იანგი, ინდოელი კარანდეეპ სინგჰ ნაჰალი, ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი და ამერიკელი კოლინ რეიმონდ მური ჩამოიცილა.

0.133849