ფეხბურთი

14:43 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "საოცარი პერსპექტივა აქვს და მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გავლენიანი გამოცემების ფურცლებზე ლამის ყოველდღე ხვდება. ამჯერად, ჩვენებურის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს.

„ეროვნული ნაკრების 6 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთა ლიგაზე თავი სამჯერ გამოიჩინა. მათ შორის, ანდორაში, სადაც „ბარსელონას“ სკაუტები აკვირდებოდნენ და კმაყოფილებიც დარჩნენ. „გენტში“ 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, თუმცა „ბაიერნიც“ ეპატიჟებოდა და მზად იყო 6 მილიონი გადაეხადა. მიმდინარე სეზონში რეგულარულად თამაშობს ბელგიის ჩემპიონატში, სადაც 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

ჩაკვეტაძე 1.83 სმ-ის სიმაღლის მქონე ტექნიკური ნახევარმცველია, რომელსაც მოედნის საოცარი ხედვა გააჩნია. ფანტასტიკურად მოძრაობს სისწრაფეში ბურთთან ერთად. მისი საყვარელი პოზიციაა კლასიკური 10 ნომერი ან მარცხენა ფლანგიდან შეტევა. ის მხოლოდ 19 წლისაა და მასიური პერსპექტივა აქვს, თუმცა რაღაც ნაკლოვანობები ჯერ კიდევ უნდა გააუმჯობესოს.

ბელგიაში მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. „ბარსელონა“ არაა ერთადერთი გუნდი, რომელიც ქართველს მჭიდროდ აკვირდება. ასევე დაინტერესებულნი არიან „ბორნმუთი“, „ტოტენჰემი“, დონეცკის „შახტარი“ და „ბაიერნი“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს ანდორასთან შეხვედრაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები დააკვირდნენ და ესპანური მედიის ცნობით, ჩვენებურმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გუშინვე, გერმანულმა Kicker-მა გაავრცელა ცნობა, რომ გიორგის მიუნხენის „ბაიერნი“ აკვირდება.

0.119487