თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ვ საკლუბო ჩემპიონატმა. ტურნირში 8 კლუბი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრის შედეგად შემდეგნაირად განლაგდნენ:
1. თბილისის “თბილისი”
2. ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის “ზუგდიდი”
3. ბათუმის “ნონა”
4. რუსთავის “რუსთავი 1”
5. ქუთაისის “იმერეთი”
6. გურიის “ოზურგეთი”
7. რუსთავის “რუსთავი 2”
8. თბილისის “ამომავალი ვარსკვლავი”
პირველ ტურში ყურადღების ცენტრში ორი უპირობო ფავორიტის: “ნონას” და “რუსთავი 1”-ის დაპირისპირება გახლდათ. დაძაბული მატჩი ფრედ – 3:3 დასრულდა.
დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს: “თბილისმა” “გურიასთან” 5:1 და “ზუგდიდმა” “იმერეთთან” – 4.5:1.5.
მეორე ტურის არცერთ მატჩში ფავორიტები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ამიტომ თითქმის ყველა შეხვედრა დიდი ანგარიშით დასრულდა.
“თბილისი” 5.5:0.5 “იმერეთი”
“რუსთავი 1” 5:1 “ოზურგეთი”
“რუსთავი 2” 0.5:5.5 “ნონა”
“ამომავალი ვარსკვლავი” 3.5:2.5 “ზუგდიდი”
ორი ტურის შემდეგ ორი სამატჩო გამარჯვებით ორი თბილისის კლუბი ლიდერობს: “თბილისი” და “ამომავალი ვარსკვლავი”.
სამ-სამი ქულით შემდეგ ადგილებს ინაწილებენ: “ნონა” და “რუსთავი 1”.
მეხუთე საფეხურზე ორი ქულით “ზუგდიდია”, ხოლო ბოლო ადგილებზე ორივე მარცხით იმყოფებიან: “რუსთავი 2”, “ოზურგეთი” და “იმერეთი”.