ფეხბურთი

21:52 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რივერ პლეიტმა" "რეალთან" შეთანხმება უარყო

"რივერ პლეიტის" პრეზიდენტმა როდოლფო დ`ონოფრიომ მადრიდის "რეალთან" ესეკიელ პალასიოსის ტრანსფერთან დაკავშირებული შეთანხმება უარყო. არგენტინელის განცხადებით, "სამეფო კლუბის" მხრიდან ინტერესი არის, თუმცა მოთამაშე არ გაყიდულა. ესპანური მედია კი ირწმუნება, რომ კლუბებმა ტრანსფერზე მოლაპარაკება წარმატებით დაასრულეს.

"პალასიოსი არ გაყიდულა, თუმცა მადრიდის "რეალის" მხრიდან ინტერესი არის. ესპანური კლუბის და "რივერ პლეიტის" სპორტული დირექტორები ერთმანეთს ესაუბრნენ და ჩვენ ამ ტრანსფერზე ვიმსჯელებთ." - განუცხადა დ`ონოფრიომ America TV-ს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "რეალის" გარდა "მანჩესტერ სიტი", პსჟ და ევროპის სხვა წამყვანი კლუბები იჩენენ. ესეკიელი ამჟამად ოცი წლისაა და "რივერ პლეიტის" მთავარ გუნდში გასულ წელს დააწინაურეს. ეროვნულ ნაკრებში პალასიოსი სექტემბერში გამოიძახეს და სადებიუტო შეხვედრაში გვატემალასთან საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 3.75 მილიონი ევროა.

0.114965