ფეხბურთი

18:47 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ყაზახეთის მატჩზე 37 ათასამდე ბილეთი გაყიდულია

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩამდე ზუსტად სამი დღეა დარჩენილი, თუმცა ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე რეალიზებულია. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, ამ დროისთვის 36 985 ბითელია გაყიდული.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი სიმბოლურია, მხოლოდ და მხოლოდ 1 ლარი.

გასაკვირი არ იქნება, „დინამო არენა“ პირთამდე თუ გაივსება. ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი საქართველოსა და ყაზახეთს შორის 19 ნოემბერს გაიმართება.

0.113002