ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო რამოსი „ფურია როხას“ ბოსნიასთან 18 ნოემბერს გასამართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.
რამოსმა ნაკრების ბანაკი, ერთა ლიგაზე ხორვატიასთან შეხვედრის შემდეგ (2:3), კუნთის ტრავმის გამო დატოვა.
ზაგრებში, ხორვატებთან მატჩში, რამოსმა ზუსტად დაარტყა პენალტი. ეს გოლი მე-100 აღმოჩნდა მის კარიერაში.
ასევე რამოსი პირველი მცველი გახდა ესპანეთის ნაკრების ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა.