დევისის თასის ფინალში ერთამენთს საფრანგეთის და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. დევისის თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა ორივე ნაკრების შემადგენლობები დაასახელა, რის შემდეგაც გამოჩნდა, რომ ბალკანელები ფავორიტები არიან.
საფრანგეთის ნაკრების 5-კაციანი შემადგენლობაში ერთეულთა თანრიგის ტოპ 30-ის ჩოგბურთელი არ არის.
საფრანგეთი: ლუკ პუიე (32-ე ჩოგბურთელი), ჟერემი შარდი (42), ნიკოლა მაიუ (15, ყვილებში), პიერ ჰერბერტი (წყვილებში მე-17 ჩოგბურთელი), ჟო-ვილფრედ ცონგა (261).
ხორვატის ერთეულთა თანრიგის ტოპ 20-ის ორი მოთამაშე ჰყავთ.
ხორვატია: მარინ ჩილიჩი (7), ბორნა ჩორიჩი (12), მატე პავიჩი (წყვილთა თანრგში მე-3 ჩოგბურთელი), ფრანკო შკრუგორი (28-ე წყვილებში), ივან დოდიგი (35-ე წყვილებში)
დევისის თასის ფინალი 23-25 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ლილში გრუნტის საფარიან კორტზე გაიმართება.