ფეხბურთი

23:00 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი გულშემატკივარი: "საქართველოს ნაკრებს ისტორიის დაწერის შანსი აქვს"

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას დღეს ანდორაში ადგილობრივ ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩის დაწყებამდე ერთ საათზეა ნაკლებია დარჩენილი, თუმცა, ქალაქში თითქმის არ იგრძნობა, რომ ფეხბურთია.

სტადიონის მიმდებარედ ქართველ გულშემატკივარს გავესაუბრეთ, რომელიც „ჯვაროსნების“ საქომაგოდ ანდორაში ჩამოვიდა. დათო კესარელი იმედოვნებს, რომ ამ შანსს გამოიყენებს და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა:

„გამომდინარე განვლილი მატჩებიდან გამარჯვების მოლოდინი მაქვს და მეც ამ იმედით ჩამოვედი მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით არ ვართ, რადგან რთული იყო ფიზიკურად აქ მოხვედრა. მინდა, რომ დღეს სამი ბურთის სხვაობით მოვიგოთ.

იქედან გამომდინარე, რომ ერთი-ორი წლის წინ ვერც ვიფიქრებდით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, ერთა ლიგა ჩვენთვის მისწრებაა და ჩვენი შანსია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სიმბოლურად ტურნირზე პირველი გოლი საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. ალბათ, ამ ტურნირის ისტორიაშიც კარგი სახელით შევალთ“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა.

შეგახსენებთ, რომ ანდორისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან

0.115179