ლონდონის „ჩელსი“ ნგოლო კანტეს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
ხელშეკრულების დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება, მაგრამ წყაროს ცნობით, ფრანგს განახლებული კონტრაქტის თანახმად ხელფასი გაეზრდება.
კანტეს „ჩელსისთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ნგოლომ ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.