კალათბურთი

16:33 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-მ მსაჯები და დელეგატები შესარჩევი ტურნირების მატჩებზე გაანაწილა

მოახლოვდა მსოფლიოს 2019 წლის ვაჟთა და ამავე წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მატჩები. საქართველოს ვაჟთა ნაკრებს 30 ნოემბერს და 3 დეკემბერს ტალინსა და თბილისში უწევს შესარჩევი ტურნირის მატჩების გამართვა, შესაბამისად, ესტონეთისა და ისრაელის ნაკრებებთან. საქართველოს ქალთა ნაკრები შესარჩევში არ მონაწილეობს, თუმცა ამ ტურნირის მატჩებს ქართველი მსაჯები და დელეგატი ემსახურებიან.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი შესარჩევი მატჩები:

30 ნოემბერი. ტალინი (ესტონეთი): ესტონეთი – საქართველო

მსაჯები: ადემირ ზურაპოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ალექსეი დავიდოვი (რუსეთი), მარტინ ვულიჩი (ხორვატია). ფიბას ტექნიკური დელეგატი: ნიკოლა სეიგნე (საფრანგეთი).

3 დეკემბერი. თბილისი (საქართველო): საქართველო – ისრაელი

მსაჯები: მარტინშ კოზლოვსკისი (ლატვია), დარიუშ ზაპოლსკი (პოლონეთი), მეჰმეთ კარაბილეჯენი (თურქეთი). ფიბას ტექნიკური დელეგატი: დრაგან მედანი (ხორვატია)

3 დეკემბერი. ხიმკი (რუსეთი): რუსეთი – ჩეხეთი

ფიბას ტექნიკური დელეგატი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)

ევროპის 2019 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები:

21 ნოემბერი. ქაისერი (თურქეთი): თურქეთი – ბელარუსი

მსაჯი: მაკა კუპატაძე (საქართველო)

21 ნოემბერი. ბიგდოშჩი (პოლონეთი): პოლონეთი – ესტონეთი

მსაჯი: დავით ბერეკაშვილი (საქართველო)

21 ნოემბერი. ეკატერინბურგი (რუსეთი): რუსეთი – უნგრეთი

კომისარი: მერაბ რატიშვილი (საქართველო)

www.gbf.ge

0.123431