ესპანურმა “იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, ჩემპიონთა ლიგაში მიჯრით მე-6 გამარჯვება იზეიმა.
მაკფადენის გუნდმა ჩეხეთში “ოპავას” 92:70 სძლია, თადი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:30 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ამგვარად, მაკფადენი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც (20) ყველაზე მაღალი ჰქონდა.
ტენერიფელები 6 მოგებით B ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, შინ, ბერძნულ პაოკ-თან გამართავენ.