ფეხბურთი

18:58 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

U19: საქართველომ ლიხტენშტეინი გაანადგურა

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2019 წლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო. პირველი ჯგუფის პირველ ტურში გიორგი მიქაძის გუნდმა ლიხტენტშეინს უმასპინძლა და შანსი არ მიუცია. ანგარიში სრულად ასახავდა იმას, რაც „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ხდებოდა - 7:0.

კლასში სხვაობა უდიდესი იყო. საკმაისია სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედოთ: საქართველომ კარისკენ 40(!)-ჯერ, ხოლო კარში 18(!)-ჯერ დაარტყა. საპასუხოდ ლიხტენშტეინს არათუ კარის ჩარჩოში, კარის მიმართულებითაც არ დაურტყამს...

ჰეთ-თრიქი შეასრულა გიორგი გულიაშვილმა. გაიტანეს ნაკრების სხვა ლიდერებმაც, ზუკა დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, თამაზ ბაბუნაძემ, რომელმაც ჯარიმა შეაგდო და გიორგი ივანიაძემ.

მოკლედ სტარტი დიდებულია. ახლა წინ მეორე ტურია, საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 17 ნოემბერს აზერბაიჯანს უმასპინძლებს, რომელმაც დღეს ისრაელთან 1:4 წააგო.

აქვე გეტყვით, რო ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები გავა მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

საქართველო (U19) - ლიხტენშტეინი (U19) 7:0 (2:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო (4-2-3-1): ბულისკერია; გაბიტაშვილი, გელაშვილი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე; დარციმელია, მექვაბიშვილი (ფაცაცია 70); კვარაცხელია (ინგია 56), ბაბუნაძე (ნანობაშვილი 80), დავითაშვილი (გაბუნია 57); გულიაშვილი (ივანიაძე 56)

მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ლიხტენშტეინი (4-2-3-1): ლოსლი; გრაბერი, ბუჩელი, უნტერაინერი, სალანოვიჩი; იაგერი (ჰილტი 58), ლუჩინგერი; შუპი (ბეკი 46), ნეტცერი (კაიზერი 77), გრაბერი; მილერი (ეგენბერგერი 46)

მწვრთნელი: მარტინ სტოკიასა

გოლები: 1:0 დავითაშვილი (18), 2:0 გულიაშვილი (23), 3:0 გულიაშვილი (49), 4:0 გულიაშვილი (51), 5:0 კვარაცხელია (52), 6:0 ბაბუნაძე (63), 7:0 ივანიაძე (80)

გაფრთხილება: გაბუნია (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 40 (18) – 0 (0) კუთხურები: 13:0

მსაჯი: ლიონელ შუდი (შვეიცარია)

0.114157