ფეხბურთი

18:30 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" გიორგი ჩაკვეტაძეს ანდორასთან შეხვედრაში დააკვირდება!

გიორგი ჩაკვეტაძეს კატალონიის „ბარსელონა“ აკვირდება! არ მოგესმათ, ასეა და აღნიშნულის შესახებ ავტორიტეტული კატალონური გამოცემა Sport-ი იტყობინება. ეს კი, გამოცემაა, რომლის გავრცელებულ ინფორმაციას "ბარსელონას" შესახებ ნამდვილად დაეჯერება.

როგორც წყარო გვამცნობს, ჩაკვეტაძეს „ბარსა“ უკვე წელიწადზე მეტია აკვირდება. თუმცა, ხვალ ანდორასა და საქართველოს შეხვედრას „ბლაუგრანას“ სკაუტები დაესწრებიან, რომლებმაც უკვე მოითხოვეს მატჩზე დასასწრები აკრედიტაციები.

Sport-ი წერს, რომ ჩაკვეტაძე ფორვარდებს უკან მოქმედებს და ბურთთან ძლაიან კარგად ურთიერთობს. ასევე გამოჰყოფს მის ტექნიკურ შესაძლებლიბებს, პასის სიზუსტესა და მოედნის საოცარ ხედვას.

შეგახსენებთ, გიორგი ჩკავეტაძე არცთუ დიდი ხნის წინ დორტმუნდის „ბორუსიას“, ლევერკუზენის „ბაიერსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტსაც“ დაუკავშირეს. მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა „გენტის“ რიგებში ოთხი, ხოლო საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე 2 გოლი გაიტანა.

0.133266