ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოიხსნას. აღნიშნულის მიზეზი ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაა.
უეფა გამოძიებას აწარმოებას პსჟ-ს ფინანსური მდგომარეობისა და კილიან მბაპესა და ნეიმარის ტრანსფერების შესახებ. რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში პარიზელებს მბაპესა და ნეიმარს შორის არჩევანის გაკეთება და ერთ-ერთზე უარის თქმა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ მდგომარეობას აკვირდება მადრიდის „რეალი“, რომელსაც ფრანგი და ბრაზილიელი შემტევების გადაბირება უკვე კარგა ხანია სურს.
შეგახსენებთ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების C ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა.