ჭიდაობა

12:32 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველი ფინალური დღის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე იმყოფება.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების მონაგარი 58 ქულაა, უახლოეს მდევარ რუსეთს 51 ქულა აქვს, შემდეგ კი, უკრაინა (46), მოლდოვა (45), იაპონია (35) და თურქეთი (35) მოდიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიოს ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, დღეს კი, ჩვენს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) ფინალში არიან გასულნი და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, გიორგი მელია (97 კგ.) და დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

0.1286