ფეხბურთი

0:59 | 14.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ანდორაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს ნაკრები ერთა იგის მეხუთე ტურში ანდორასთან შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს. „ჯვაროსნებმა“ მეორე ვარჯიში ჩაატარეს და ამჯერად სრული შემადგენლობით.

როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, სოლომონ კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა გუნდს შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ კანკავა, რომელიც ერთი თვის წინ, ლატვიასთან შეხვედრაში დაშავდა, გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.

"ჯვაროსნები" ხელოვნურ საფარიან მოედანზე ემზადებიან, რადგან შეხვედრაც ასეთივე ხარისხის მინდორზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ანდორისა და საქართველოს ნაკრებთან მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.104389