მარბელაში (ესპანეთი), ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 47-ე გენერალურ ასამბლეაზე 2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი ფრიული-ვენეცია-ჯულია გამოცხადდა.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამოყენებით მათ სურთ შექმნან „მყარი სოციალური, ეკონომიკური და სპორტული მემკვიდრეობა".
ევროპის სპორტულ ღონისძიებებს აფასებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი: "ევროპას შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს საკუთარი თავი წარმოაჩინოს საგაისო მეორე ევროპულ თამაშებზე, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე და ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების თამაშებზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ევროპის მოქალაქეებს შევთავაზოთ სპორტის მომავალი, სპორტსმენთა მომავალი თაობა და სპორტთან გაცნობის ახალი საშუალებები."
www.geonoc.org.ge