ჭიდაობა

21:29 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. წურწუმიამ ფინალში რუს ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია.

მანამდე, წურწუმიამ გზიდან სომეხი ნორაირ აკობიანი (3:2) და ბულგარელი ნედიალკო პეტროვი (4:1) ჩამოიცილა, ფინალის საგზურისთვის კი ყირგიზ ბალბაი დორდოკოვს გაეჯიბრა და 2:1 სძლია.

0.127454