მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი კეიტა ბალდე სენეგალის ნაკრებში თან გამოიძახეს და თან - არა. საქმე ისაა, რომ აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სენეგალის ნაკრები ეკვატორულ გვინეას დაუპირისპირდება, მაგრამ კეიტა ვერ დაეხმარება, რადგან ნაკრებთან ერთად არ იმყოფება.
ეს არ ყოფილა სენეგალის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება. პირიქით, მათ გამოიძახეს კიდეც „ნერაძურის“ შემტევი, მაგრამ...
მაგრამ, ეროვნულ გუნდში მოწვევის წერილი შეცდომით სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნეს. როდესაც შეცდომას მიხვდნენ, უკვე გვიანი გახლდათ:
„ჩვენ გავაგზავნეთ გამოძახების წერილი „ინტერის“ ძველ ი-მეილზე, რომელსაც კლუბი აღარ იყენებს. შემდგომ ყველაფერი შევცვალეთ, მაგრამ გვიანი იყო, გუნდმა მის გამოშვებაზე უარი თქვა“, - აღნიშნა აბდულაიე სოუმ.