ფეხბურთი

12:49 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის პელეს მიღწევამდე 77 გოლი დარჩა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა და კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ესპანური პრიმერას მე-12 ტურის მატჩში „ბეტისის“ წინააღმდეგ (3:4) თავისი 565-ე და 566-ე გოლები გაიტანა „ბარსას მაისურით. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახლა არგენტინელი მეორე ადგილს იკავებს იმ ფეხბურთელების რეიტინგში, ვისაც ერთი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი გოლი გაუტანია.

მესიმ 566 გოლით ოდინდელ გერმანელ მეგოლეს, გერდ მიულერს (565 გოლი) გადაუსწრო. რეიტინგს კი 78 წლის პელე ლიდერობს - 643 გოლი „სანტოსის“ მაისურით.

ამ სიაში კრიშტიანუ რონალდუც არის. ოღონდ, 450 გოლით ის მეხუთე ადგილზეა.

0.122426