ფეხბურთი

1:50 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ანდორასთან შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოპოვებული საგზურისა, "ჯვაროსნებმა" ანდორა უნდაა დაამარცხონ:

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული წარმატების შემდეგ ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ამის მიუხედავად, ანდორას წინააღმდეგ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ხელოვნურსაფარიან მინდორზე მოგვიწევს თამაში და ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ანდორას ნაკრები დაცვიდან ითამაშებს და თავისუფალი სივრცეების მოძებნა იქნება საჭირო. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ", - ციტირებს მერებაშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორის ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის ქვეჯგუფს 12 ქულით „ჯვაროსნები“ ლიდერობენ და ნახევარფინალის საგზური განაღდებული აქვთ.

0.114422