შვედეთის ალსვენსკანში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ხარაიშვილმა. „გიოტებორგმა“ სტუმრად „იორებრო“ 3:1 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა.
ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და თავი 56-ე წუთზე გამოიჩინა. პენალტი გაიტანა, მოხდენილად, პანენკას სტილში... მართლაც უზადო შესრულება იყო.
ასე დაასრულა საკლუბო სეზონი გიორგიმ, რომელმაც ალსკვენსკანში 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. "გიოტებორგმა" კი მე-11 ადგილი დაიკავა 31 ქულით.