ფეხბურთი

1:52 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლარიმ „რეალთან“ ერთად ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

ზედიზედ 42 მატჩი არ წაეგო „ბარსას“ პრიმერაში შინ. და აი, „ბეტისმა“ კატალონიელთა საოცარი სერია შეწყვიტა. ცხადია, შედეგი სენსაციური იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, სტუმებმა ერთობ იყოჩაღეს.

„ბეტისს“ ათ წელიწადზე მეტ ხანს ვერ მოეგო „ბარსასთვის“. თანაც სევილიელებმა წინა 11 ტურში მხოლოდ რვა ბურთი გაიტანეს, ამჯერად კი - 4.

ლეო მესის დაბრუნებამ, კატალონიელებს ვერ უშველა. უფრო მეტიც, მის გარეშე „ბარსელონა“ რაღაც გზებს ეძებდა, ახალ ვარიანტებს ხვეწდა. მესისთან ერთად კი ყველაფერი ძველ ყაიდას დაუბრუნდა. ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს არყოფნაც დაეტყოთ.

ნახევარი საათის თავზე, „ბარსელონა“ 0:2 აგებდა და ეს თითქმის კატასტროფა იყო. მეორე ტაიმში მასპინძლები თითქოს უკეთ ათამაშდნენ, მაგრამ მესის პენალტმა საქმეს ვერ უშველა. სტუმრები არ დაბნეულან და მალევე უპასუხეს მრისხანე მასპინძლებს. თავი ჯოვანი ლო ჩელსომ გამოიჩინა.

79-ე წუთზე ჩილელმა არტურო ვიდალმა გაიტანა და მასპიძლებს იმედი დაუბრუნა, თუმცა მალევე ივან რაკიტიჩი გააძევეს და ამან „ბარსას“ პრობლემები გაარღმავა. 83-ზე შეცვლაზე შესულმა სერხიო კანალესმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა მასპინძელთა გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფაქტობრივად, გადაწყვიტა მატჩის ბედი. მესის მიერ მე-4 დამატებულ წუთზე გატანილ გოლს აღარაფერი შეუცვლია.

„რეალმა“ სტუმრად „სელტას“ 2:4 მოუგო. ეს „სამეფო კლუბის“ ზედიზედ მე-4 გამარჯვება გახლდათ დროებითი მწვრთნელის, სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით. მადრიდელები 1:4 - საც იგებდნენ, მაგრამ ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს. მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს სტუმრებს. ისიც საინტერესოა, რომ სოლარიმ ვერცერთი დაგეგმილი ცვლილება გამოიყენა. ყველა იძულებითი იყო. შესვენებამდე ჯერ კაზემირო და სერხიო რეგილონი დაშავდნენ, მეორე ტაიმში - ნაჩო.

მასპინძლებმა შეხვედრა უმცირესობაში დაამთავრეს, 67-ე წუთზე, მსაჯმა გუსტავო კაბრალი გააძევა. საერთოდ, მე-12 ტური, ერთობ „მდიდარი“ გამოდგა წითელი ბარათებით. არბიტრებმა ჯამში ხუთი ფეხბურთელი დაითხოვეს მინდვრიდან.

ესპანეთი

პრიმერა. მე-12 ტური. 11 ნოემბერი

ბარსელონა - ბეტისი 3:4

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 83 174

0:1 ფირპო (20), 0:2 ხოაკინი (34), 1:2 მესი (67, პენ), 1:3 ლო ჩელსო (71), 2:3 ვიდალი (79), 2:4 კანალესი (83), 3:4 მესი (90+4)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, რობერტო, არტური (ვიდალი 46), ბუსკეტსი (ალენია 70), რაკიტიჩი, მალკომი (ელ ჰადადი 57), მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბეტისი: ლოპესი, სიდნეი, ბარტრა, მანდი, ფირპო, გუარდადო, კარვალიუ, ლო ჩელსო (ინუი 87), ტელიო, ლორენი (ლეონი 75), ხოაკინი (კანალესი 62)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: რაკიტიჩი (44), ბუსკეტსი (59), ვიდალი (73); გუარდადო (24), მანდი (69)

გაძევება: რაკიტიჩი (81)

სელტა - რეალი 2:4

ვიგო. „ბალაიდოსი.“ 21 184

0:1 ბენზემა (23), 0:2 კაბრალი (56, საკ. კარში), 1:2 მალიო (61), 1:3 რამოსი (83, პენ), 1:4 საბალიოსი (91), 2:4 მენდესი (94)

სელტა: ალვარესი, ხუნკა, რონკალია, კაბრალი, მალიო, ბუფალი (ჰიუსაგერი 63) ბელტრანი (მორი 63), იოკუშლუ, მენდესი, ასპასი, გომესი

მწვრთნელი: ანტონიო მოჰამედი

რეალი: კურტუა, რეგილონი (სანჩესი 45), რამოსი, ნაჩო (ასენსიო 71), ოდრიოსოლა, მოდრიჩი, კაზემირო (სებალიოსი 19), კროოსი, ბეილი, ვასკესი, ბენზემა

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო

გაფრთხილება: კაბრალი (40), მალიო (41), ხუნკა (44); რეგილონი (37), სანჩესი (53)

გაძევება: კაბრალი (87)

სევილია - ესპანიოლი 2:1

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 38 769

0:1 იგლესიასი (38), 1:1 მერკადო (70), 2:1 ბენ იედერი (89)

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კარისუ, მერკადო, ესკუდერო, ვასკესი (გონალონი 75), ბანეგა, სარაბია (ამადუ 90+2), ნავასი, ანდრე სილვა, პრომესი (ბენ იედერი 46)

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, დიდაკი, ერმოსო, ლოპესი, როსალესი (ხავი ლოპესი 81), გრანერო, როკა, დარდერი (სანჩესი 77), გარსია, მელენდო (ბაპტისტაო 70), იგლესიასი

მწვრთნელი: რუბი

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: ვასკესი (8), კარისუ (18), მერკადო (61), ესკუდერო (88); გრანერო (54), დიეგო ლოპესი (83)

ალავესი - უესკა 2:1

0:1 გომესი (34), 1:1 ხონი (41), 2:1 სობრიმო (68)

რაიო ვალეკანო - ვილიარეალი 2:2

0:1 ჩუკვეზე (33), 1:1 დე ტომასი (45), 2:1 გარსია (66), 2:2 სანსონე (80)

0.123066