კალათბურთი

0:23 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის გუნდმა ლიდერი დაამარცხა

ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფის ლიდერ “პონფერადას” სტუმრად 89:88 სძლია და სატურნირო ცხრილში მეორე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34:48 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ლუკამ 7-დან 4 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
17 ნოემბერს “კულერედო” “ჩანტადას” უმასპინძლებს.

0.123687