ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” “ბრეოგანს” უმასპინძლა და 78:72 სძლია.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:43 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
მალაგელთა რიგებში საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო, რომელმაც 24 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.
“უნიკახამ” 6 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 17 ნოემბერს სტუმრად, შერმადინის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორასთან” გამართავს.