ეროვნული ლიგის 32-ე ტურში იმერული დერბი შედგა, „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და წინააღდეგობა ვერ გაუწია. 2016 წლის საქართველოს ჩემპიონმა ბოლო საშინაო მატჩი ორი კვირის წინ ჩაატარა და „დინამო თბილისთან“ 1:8 განადგურდა.
არც ამჯერზე დადგომია კარგი დღე „სამტრედიას“ და საკუთარ კარში 8(!) უპასუხო გოლი გაუვშა... თორნიკე კაპანაძემ შეუდარებელ ფორმაშია და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მას თანაგუნდელებიც არ ჩამორჩნენ და არასაფებურთო ანგარიშიც დაფიქსირდა. მოკლედ, გიორგი დარასელიას გუნდმა ბოლო ორ საშინაო შეხვედრა 16 გოლი გაუშვა, რაც ბუნებრივია კატასტროფული შედეგია...
თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ იმერლებმა წინა ტურში უშუალო კონკურენტი „კოლხეთი“ სტუმრად დაამარცხეს და პლეი-აუტში აქვთ ადგილი დაბევებული. წინ 4 ტურია და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოსაც მეცხრე ადგილზე იქნება, სადაც ახლა იმყოფება.
აი, „ტორპედო“ კი დიდებულ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ქუთათურებმა წაუგებელი სერიაც გააგრძელეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილიც განიმტკიცეს.
„სამტრედია“ – „ტორპედო“ 0:8 (0:3)
გოლები: 0:1 კაპანაძე (12), 0:2 ქიმაძე (13), 0:3 დოლიძე (27), 0:4 კაპანაძე (53), 0:5 კაპანაძე (63), 0:6 კუხიანიძე (71), 0:7 მარინი (71), 0:8 წიქარიძე (89)