"მგზავრებთან" პირველი თამაშის 74:81 წაგების შემდეგ "დელტას" მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა კომენტარი გააკეთა. და გუნდი მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის "დელტასთან" არიან.
ლექსო ლაფანაშვილი: "მგზავრებთან" მატჩით გავხსენით სუპერლიგის სეზონი და სამწუხაროდ, წავაგეთ. ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით დუდუ დადიანის მემორიალის მოგების შემდეგ. თავიდანვე დავთმეთ ინიციატივა და როდესაც გამოასწორეთ ტამაშის ხარისხი, დრო არ გვეყო. გავაანალიზებთ მომხდარს და რაც შესაცვლელია, შეცვლით. მე მჯერა ჩვენი გუნდის და შემდეგი შეხვედრისთვის რადიკალურად განსხვავებულ "დელტას" ნახავთ."