კალათბურთი

19:25 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის მე-5 გამარჯვება

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში წარმატებული დღე ჰქონდა “იბეროსტარ ტენერიფეს”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე თად მაკფადენი იცავს.

ტენერიფებელმა სტუმრად “გრან კანარიას” 91:77 სძლიეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 18:49 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თადმა 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“იბეროსტარ ტენერიფემ” 5 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრას კი 17 ნოემბერს, შინ, “ვალენსიას” დაუხვდება.

0.106173