გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში სუპერმატჩი შედგა: „დორტმუნდი“ – „ბაიერნი“. შეხვედრა ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორი აფიშაც ჰქონდა - დაძაბული, დრამატული, უხვგოლიანი, თვალსასეირო.
საერთოდ, „დორტმუნდი“ ლუსეი ფავრის ხელმძღვანელობით უბრალოდ შესაშურ ფეხბურთს თამაშობს. „ბაიერნს“ კი ცოტა არ იყოს პრობლემები აქვს და ეს უკვე სატურნიო ცხრილსაც დაეტყო.
„ბაიერნი“ ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ წააგო. პირველი ტაიმი რეკორდმაისტერმა ყოფილი დორტმუნდელის, რობერტ ლევანდოვსკის გოლით მოიგო, რომელმაც სერჟ გნაბრის გადაცემა შეირგო. აი, მეორე ნახევარში გაცილებით მაგარი თამაში გაჩაღდა. მეორე ნახევრის დასაწყისშივე, მარკო როისმა მანუელ ნოიერს ბურთზე თამაში დაასწრო და გერმანელმა კიპერმა სანაკრებო თანაგუნდელი წააქცია. პენალტი დაზარალებულმა აუღელვებლად შეაგდო. „დორტმუნდის“ სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ჯოშუა კიმიხის ჩაწოდება და ლევანდოვსკის დუბლი - 1:2. ფავრის შეგირდები არ გატყდნენ. კვლავ შეტევაში წავიდნენ და ხეირიც ნახეს. როისმა მოხდენილი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი კონტრშეტევაზე, აქსელ ვიტსელის უზადო გადაცემის შემდეგ პაკო ალკასერმა გაიტანა. „რეკორდმაისტერს“ დრო ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. უფრო სწორად, მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა, „ბაიერნი“ უქულოდ დარჩა, ლევანდოვსკი ჰეთ-თრიქის გარეშე.
შედეგად, „დორტმუნდს“ 27 ქუა გაუხდა და ლიდერობა განიმტკიცა. „ბაიერნმა“ კი სეზონში მესამე თამაში წააგო. ეს მიუნხენური გიგანტის ბოსებისთვის არცთუ სასიამოვნო ამბავია და ვნახოთ, რა ბედი ელის ნიკო კოვაჩს.
„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ 3:2 (0:1)
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
მაყურებელი: 81 365
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ჰიტცი; პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი; ვაიგლი (დაუდი 46), ვიტსელი; სანჩო, როისი, ლარსენი (დელანი 82); გიოტცე (პაკო ალკასერი 59)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
„ბაიერნი“ (4-1-2-3): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (ზულე 66), ალაბა; ხავი მარტინესი; მიულერი (სანდრო ვაგნერი 82), გორეცკა; გნაბრი (რენატო სანჩესი 74), ლევანდოვსკი, რიბერი
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (26), 1:1 როისი (49, პენ), 1:2 ლევანდოვსკი (52), 2:2 როისი (67), 3:2 პაკო ალკასერი (73)
გაფრთხილება: ვაიგლი (29), აკანჯი (36) - რიბერი (55), სანდრო ვაგნერი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 9 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% 0:6 კუთხურები: თამაშგარე: 1:5
მსაჯი: მანუელ გრაფე
„ნიუნბერგი“ – „შტუტგარი“ 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ბაუმგარტლი (68), 0:2 ტომიმ (82)
„ჰოფენჰაიმი“ – „აუგსბურგი“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 კრამარიჩი (65), 1:1 ფინბოგასონი (69), 2:1 ნელსონი (83)
„დიუსელდორფი“ – „ჰერტა“ 4:1 (0:0)
გოლები: 1:0 უსამი (50), 2:0 ჰენინგსი (63), 3:0 რამანი (84), 3:1 სელკე (88), 4:1 რამანი (90)
„ფრაიბურგი“ – „მაინცი“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 გბამინი (6), 0:2 მატეტა (18), 1:2 შალაი (72), 1:3 ონისივო (75)
„ვერდერი“ – „გლადბახი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 პლეა (39), 0:2 პლეა (48), 0:3 პლეა (52), 1:3 შაჰინი (59)