დღეს, არგენტინაში დიდი მატჩია, ლიბერტადორესის თასის ფინალი „ბოკა ხუნიორსი“ – „რივერ პლეიტი“. თუმცა, იმის გამო, რომ ბუენოს აირესში მთელი დღე ძლიერად წვიმდა, შეხვედრის ჩატარება საშიშროების წინაშე დადგა.
და მაინც, „ბომბონერაზე“ მატჩი შედგება. ამის შესახებ კონმებოლმა უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება:
„თამაში გაიმართება. სადრენაჟო სისტემა კარგად მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და „სილქ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ ხილვა. ისე კი, ფინალი სამხრეთ ამერიკაში ორმატჩიანი და საპასუხოს „მონუმენტალი“ უმასპინძლებს.