ჩოგბურთი

13:25 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაგოშიძემ კვიპროსული ტურნირი მოიგო

15 წლის ქართველი ჩოგბურთელი თამარ გაგოშიძე კვიპროსულ აია ნაპაში გამართული იუნიორთა ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გაგოშიძე პირველ ნომრად იყო განთესილი დ 5 მატჩი ისე მოიგო, რომ მხოლოდ 1 სეთი დათმო. თამარმა კვიპროსელი მარია კონსტანტინუ 6:1, 6:3 დაამარცხა, იტალიელ სარა დონინის 6:0, 6:3 სძლია, რუს ანა კოლტუნოვას კი 6:4, 7:6 (7:2) მოუგო.
ქართველ ჩოგბურთელს ყველაზე რთული ბრძოლა ნახევარფინალში გადახდა, სადაც მე-3 განთესვის მქონე ბრიტანელ შარლოტ რასელს აჯობა – 6:3, 4:6, 6:2. ფინალში ჩვენებურმა პოლონელ ქსენია ლიპიეცს 7:5, 6:3 სძლია.
აღნიშნულ ტურნირში ძალებს ნინო ნაცვლიშვილიც სცდიდა, თუმცა, ის პირველივე წრეში დამარცხდა. წყვილებში ქართველმა გოგონებმა ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხეს.
ბიჭების შეჯიბრში ძირითად ბადეში ბექა ვინსტონი ვიხილეთ, რომელმაც საწყისი რაუნდი ვერ დასძლია.

0.143873