მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი „დორტმუნდთან“ მოახოებულ დაპირისპირებაში აუტსაიდერია.
„დორტმუნდის“ დამარცხება ადვილი არაა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ“სიგნალ იდუნა პარკზე“ ნამდვილად სამ ქულას მოიპოვებ. მეტოქეს საოცარი სეზონი აქვს და ჩვენ ფავორიტები არ ვართ, აუტსაიდერები ვართ. ეს პირველად ხდება ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Four Four Two.
შეგახსენებთ, რომ „დორტუნდისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრა დღეს გაიმართება. „ყვითლები“ პირველ ადგილზე არიან და „რეკორდმაისტერს“ 4 ქულით უსწრებენ.