ჭადრაკი

2:00 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმი პირველ პარტიაში

ინგლისის დედაქალაქ ლონდონის Victoria and Albert Museum-ში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩმა მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენსა (ნორვეგია) და ტიტულის პრეტენდენტ ფაბიანო კარუანას (აშშ) შორის.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფიდე-ს პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა და სხვა საპატიო სტუმრებმა. კენჭისყრის შედეგად პირველ პარტიაში თეთრებით კარუანამ ითამაშა და 115-ე სვლაზე ყაიმს გამორჩა.
რეგლამენტის თანახმად, დიდოსტატებმა შემდეგი დროის კონტროლით 12 პარტია უნდა ითამაშონ: 100 წუთი 40 სვლაზე, 50 წუთი 30 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. მეექვსე პარტიის შემდეგ ხდება ფერის შეცვლა (მონაწილე, რომელიც პირველ პარტიას თეთრებით თამაშობდა, მეშვიდეს შავებით ითამაშებს).
მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გაიმართება ტაი-ბრეიკი: 4 პარტია 25 წთ.+10 წამი თითოეულ სვლაზე. თუ კვლავ ფრე დაფიქსირდა, 2 პარტია 5 წუთს+3 წამი თითოეულ სვლაზე. თუ აქაც ფრე იქნა, მაშინ 4 ბლიც-მატჩი 2 პარტიისგან.
თუ 10 პარტია ვერ გამოავლენს გამარჯვებულს, გაიმართება გადამწყვეტი პარტია “არმაგედონი” – თეთრებს 5 წუთი, შავებს 4 წუთი 3 წამის დამატებით 61-ე სვლიდან, ყაიმის შემთხვევაში შავები იმარჯვებენ.
სათამაშო დღეებია: 9, 10, 12, 13, 15, 16, 18, 19, 21, 22, 24, 26 ნოემბერი. დასვენების დღეები: 11, 14, 17, 20, 23, 25, 27 ნოემბერი. ტაი-ბრეიკი – 28 ნოემბერი. პარტიების დასაწყისი 19:00 საათზე თბილისის დროით.

0.16596