ფეხბურთი

17:18 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "სიტი" ძლიერია, მაგრამ უკვე დავამტკიცეთ რა შეგვიძლია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „სიტისთან“ გასამართი დერბის წინ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, რთული შეხვედრა ელოდება მის გუნდს, მაგრამ ადვილი არც მეტოქისთვის იქნება.

„ჩვენ უკვე ვითამაშეთ სტუმრად ორი ძლიერი გუნდის წინააღდეგ, „ჩელსისთან“ და „იუვენტუსთან“ დადებით შედეგს მივაღწიეთ. ვეცდებით, რომ იგივე გავაკეთოთ, მაგრამ „სიტი“ ძალიან ძლიერი გუნდია.

ფრის შემთხვევაში სხვაობა 9 ქულა იქნება, თუ წავაგებთ 12 ქულა, თუმცა ამაზე ფიქრი სწორი არაა თამაშის წინ. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ, რომელიც უკვე რთულია. თუ იმაზე დავიწყებთ ფიქრს, სად ვართ ან სად ვიქნებით, კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.

მოუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ გვჯერა, „სიტიც“ მიიჩნევს, ადვილი შეხვედრა არ ელოდებათ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერული დერბი 11 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.121496